“გარწმუნებთ, რუსეთი ადეკვატურ და წინმსწრებ ზომებს იღებს” – ლავროვი ნატოში ახალი წევრების მიღებაზე

ნატოში ახალი წევრების მიღების საპასუხოდ, რუსეთი დგამს ადეკვატურ და წინმსწრებ ნაბიჯებს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

„ჩვენ ვდგამთ ადეკვატურ ნაბიჯებს და გარწმუნებთ, წინმსწრებს“, – თქვა მან.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ მოსკოვი გაოგნებულია იმ “სიჩქარით, რომლითაც ფინეთმაც და შვედეთმაც უარი თქვეს ნეიტრალურ სტატუსზე და იმ უპირატესობებზე, რაც მათ ეს ნეიტრალური სტატუსი აძლევდა”.

ლავროვმა ასევე თქვა, რომ, ნატოს ინფრასტრუქტურის გაძლიერების ფონზე, რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ყველა ლეგიტიმური ინტერესი დაცული იქნება.

“ვიცით შესაბამისი ზომები და როგორ განვახორციელოთ ისინი პრაქტიკაში”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები