რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილება გადასცეს უკრაინას შორი მანძილის რაკეტები შეცდომაა.
“უნდა დაზუსტდეს, რა რადიუსზეა საუბარი. ეს, ჩვენი აზრით, მცდარი გადაწყვეტილებაა, უკრაინული მხარისთვის შედეგებით სავსე, რადგან, ბუნებრივია, ეს გვაიძულებს, მივიღოთ კონტრზომები,” – თქვა მან.
პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ახალი იარაღის გადაცემას არ შეუძლია, გავლენა მოახდინოს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში” მოვლენების განვითარებაზე.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებს შეუძლია, მხოლოდ “დაამძიმოს კიევის რეჟიმის ბედი”.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დღეს გამოაცხადა, რომ უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებს – Scalp-ს გადასცემს.