“ნატოში უკრაინის დაჩქარებული წესით მიღება ძალიან საშიშია ევროპის უსაფრთხოებისთვის” – კრემლი
ნატოში უკრაინის დაჩქარებული წესით შესვლა ძალიან საშიშია ევროპის უსაფრთხოებისთვის, – განაცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
”პოტენციურად, ეს ძალიან საშიშია ევროპის უსაფრთხოებისთვის. მართლაც, ეს ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს და ისინი, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ამას უნდა აცნობიერებდნენ”,- თქვა მან.