შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი სოლიდარობის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამის დირექტორს და ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე სოლიდარობის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამის დირექტორს, სტანისლავ ჩიენიუხს და ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრეს. ბექა ფერაძემ, უცხოელ კოლეგას შრომის ინსპექციის სამსახურის პრიორიტეტები და მიმდინარე საქმიანობა გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შრომის ინსპექციის სამსახურის, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია მჭედლიშვილი, მონიტორინგისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან აბაშიძე და საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი შორენა ყუბანეიშვილი.

სოლიდარობის ცენტრი საქართველოში სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა დაცვის მიმართულებით არაერთ პროგრამას ახორციელებს და შრომის ინსპექციის სამსახურის მნიშვნელოვანი პარტნიორია. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები