ფრიდონ ინჯია: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური უმცირესობის შეკრება უნდა შეიზღუდოს
ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ არსებობდეს სექსუალური უმცირესობა. ისინი არსებობდნენ და იარსებებენ ყოველთვის. რაც შეეხება მათ პროპაგანდას – ეს უნდა იყოს გარკვეულწილად შეზღუდული. შეზღუდული უნდა იყოს მათი შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, – ამის შესახებ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი მომზადებული აქვს.
ფრიდონ ინჯიამ კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.