საფრანგეთი უკრაინას შორი მოქმედების რაკეტებს გადასცემს
საფრანგეთმა გადაწყვიტა, უკრაინას შორი დისტანციის რაკეტები გადასცეს, – განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
საუბარია Scalp-ის ტიპის რაკეტებზე, რომლებიც ბრიტანული Storm Shadow რაკეტის ფრანგული ანალოგია და რომლის კიევისთვის გადაცემის პირობა ლონდონმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დადო.
Storm Shadow არის საავიაციო ფრთოსანი რაკეტა, რომელიც ერთობლივად შეიქმნა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ. სროლის დიაპაზონი – 250 კმ-ზე მეტი.
დიდი ბრიტანეთის მიერ მოწოდებული რაკეტები მხოლოდ საჰაერო ბაზირების არის; ფრანგული რაკეტების გაშვება კი შესაძლებელია როგორც გემებიდან, ისე – წყალქვეშა ნავებიდან.