“უნგრეთის მხრიდან შვედეთის ნატოში წევრობის რატიფიცირება მხოლოდ ტექნიკური საკითხია” – პეტერ სიიარტო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება არის “წმინდა ტექნიკური საკითხი”.
ამის შესახებ მან Facebook-ში დაწერა.
სიიარტომ აღნიშნა, რომ შვედეთის წევრობასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ცნობილია.
”მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის წევრობას, რის გამოც ჩვენ წარვუდგინეთ წინადადება პარლამენტს მრავალი თვის წინ. რატიფიკაციის პროცესის დასრულება არის წმინდა ტექნიკური საკითხი,” – თქვა მან.
10 ივლისს ნატოში შვედეთის გაწევრიანებაზე თანხმობა ვილნიუსში თურქეთმა განაცხადა.
ამ დრომდე ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ანკარა და ბუდაპეშტი ეწინააღმდეგებოდნენ.