სოჭში ძლიერი წვიმის შედეგებს ებრძვიან – ევაკუირებულია 600-ზე მეტი ადამიანი(ფოტო,ვიდეო)

ოკუპირებული აფხაზეთის მსგავსად, ძლიერი წვიმის შედეგებს სოჭში, ადლერსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ებრძვიან.

უქმეებზე მძიმე ვითარება იყო სოხტინსკის და ადლერსკის რაიონებში. წვიმების შედეგად, ხოსტში ინფრასტრუქტურა დაზიანდა, სოფელ მირნიში, რომელიც მდებარეობს სირიუსის ფედერალური ტერიტორიის საზღვრებში, თითქმის 200 სახლი დაიტბორა, ევაკუაცია 420-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა. დროებითი მოთავსების პუნქტებში 364 ადამიანი დაბინავდა, მათგან 108 ბავშვია.​ მირნის საზღვრებში და ხოსტინსკის რაიონში მუნიციპალური საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა.

დღეს კი სოჭის მერმა, ალექსეი კოპაიგოროდსკიმ ტელეგრამში დაწერა, რომ, ჯამურად, ევაკუაცია 600-მდე ადამიანს დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები