CNN Turk: თურქეთი ნატოში შვედეთის წევრობის რატიფიცირებას მომდევნო კვირის ბოლო დაიწყებს
ნატოში შვედეთის გაწევრების რატიფიცირების პროცედურა თურქეთში შესაძლოა, უკვე მომდევნო კვირის ბოლოს დაიწყოს.
ამის შესახებ CNN Turk იტყობინება.
ნატოში შვედეთის გაწევრიანების დასამტკიცებლად, ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარეს, პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის ხელმოწერით ოქმი უნდა წარედგინოს.
მოსალოდნელია, რომ ეს მომავალი კვირის ბოლოს მოხდება.
შემდეგ რატიფიკაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარედგინება, რომელსაც კომიტეტი დაამტკიცებს და პარლამენტის დღის წესრიგში დადგება.
10 ივლისს ვილნიუსში თურქეთის, შვედეთის და ნატოს გენერალური მდივნის სამმხრივი შეხვედრის შედეგად, თურქეთის ლიდერი დათანხმდა შვედეთის ნატოში გაწევრებას, რასაც რამდენიმე თვეა, ბლოკავს.
ცნობილია, რომ, თურქეთის გარდა, ამ გადაწყვეტილების რატიფიცირებისგან თავს უნგრეთიც იკავებს, თუმცა, შვედეთის პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ თურქეთის “ვეტოს” მოხსნის შემდეგ უნგრეთი წინაღობას აღარ წარმოადგენს.