“დარწმუნებული ვარ, ნატოს კომუნიკეში უკრაინისთვის დადებითი სიგნალი იქნება” – სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით სამიტის კომუნიკეში დადებითი ფორმულირება გაკეთდება, რომელიც რამდენიმე საათში იქნება მიღებული.
ამის შესახებ მან საჯარო ფორუმზე განაცხადა, რომელიც ვილნიუსში, ნატოს სამიტის პარალელურად იმართება, – წერს Eurointegration-ი.
“ზუსტ ფორმულირებას რამდენიმე საათში ნახავთ, რადგან ჩვენ ახლა ვასრულებთ ჩვენს კომუნიკეს. მე უკვე ვისაუბრე გარკვეულ ელემენტებზე, რომლებიც, როგორც ველოდები, იქნება, მაგრამ საბოლოო შეთანხმება ლიდერებზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ზუსტად ფორმულირება,“ – განმარტა სტოლტენბერგმა და დასძინა – „დარწმუნებული ვარ, რომ სამიტის კომუნიკეს ფორმულირება დადებითი იქნება იქნება ძლიერი სიგნალი უკრაინასა და მის გაწევრებასთან დაკავშირებით”.