ზელენსკი და ბაიდენი ვილნიუსში მოლაპარაკებებს გამართავენ

ვილნიუსში ნატოს სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის ლიდერი, ჯო ბაიდენი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.

როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწემ, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, ლიდერების შეხვედრა ხვალ, 12 ივლისს გაიმართება.

„ხვალ პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს ზელენსკის“, – თქვა სალივანმა ვილნიუსში გამართულ ბრიფინგზე.

ვილნიუსში ასევე დაგეგმილია ბაიდენის პირისპირ შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

ნატოს სამიტის ოფიციალური ნაწილი სტარტს უკვე დღეს აიღებს და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები