“უკრაინა ლენდ-ლიზის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე აშშ-სთან მოლაპარაკებებს აგრძელებს” – ელჩი

უკრაინელი დიპლომატები, კონგრესის დონეზე, კიდევ ერთი წლით უკრაინის დახმარების გაგრძელების შესახებ, ლენდ-ლიზის ჩათვლით, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ამის შესახებ უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ოქსანა მარკაროვამ განაცხადა, – წერს​ Interfax-Ukraine.

მისი თქმით, დიპლომატები მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას მომავალშიც ჰქონდეს სამხედრო დახმარების პროგრამების ორი ვარიანტი: USAI (უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა) და გაფართოებული ლენდ-ლიზის კანონი იმ შემთხვევაში, თუ სხვა პროგრამები ამოიწურება.

ელჩის თქმით, კომუნიკაცია მხოლოდ სამხედრო დახმარებას არ ეხება.

“აშშ-ში ფინანსური წელი სექტემბრის ბოლოს მთავრდება. სექტემბრის ბოლომდე ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ამერიკულ ბიუჯეტში ხელმისაწვდომი თანხები – სამხედრო, საბიუჯეტო, ჰუმანიტარული, ენერგეტიკული დახმარებისა და რეკონსტრუქციის მიზნით. მაგრამ 1-ელ ოქტომბერს დაგვჭირდება დამატებითი თანხები და სწორედ ეს კომუნიკაცია არის ახლა საკვანძო, რათა ავუხსნათ ჩვენს კოლეგებს, რომ ჩვენ დაგვჭირდება მეტი დამატებითი თანხები“, – განაცხადა ოქსანა მარკაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები