„ინგლისური ენის გამოცდაზე დღეს 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა, დაიგვიანა ხუთმა აბიტურიენტმა“ – გამოცდების ეროვნული ცენტრი
2023 წლის საგამოცდო პროცესი გრძელდება. აბიტურიენტები კვლავ ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ. ამჟამად, მიმდინარეობს პირველი სესია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოცდაზე 95% -მდე გამოსაცდელი გამოცხადდა. დაიგვიანა ხუთმა აბიტურიენტმა.მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ დაგვიანებულები გამოცდაზე არ დაიშვებიან.