დონეცკის „რესპუბლიკის“ მეამბოხეები სამკურნალოდ აფხაზეთის კურორტებზე გაემგზავრებიან

    დე ფაქტო აფხაზეთის ხელმძღვანელობა და რიგითი მოქალაქეები მზად არიან, დახმარების ხელი გაუწოდონ დონბასელ ხალხს. დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც დახმარების კონკრეტული შეთავაზებები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „აპსნი რუ“ აქვეყნებს.
როგორც დონეცკის „რესპუბლიკის“ სახალხო განათლების მინისტრმა იგორ კოსტენოკმა განაცხადა, პრესცენტრში, სადაც დელეგაცია იმყოფებოდა, უამრავი ხალხი შეიკრიბა. ყველაზე მნიშვნელოვანი შეთავაზება აფხაზების მხრიდან – უკრაინელი მეამბოხეების კავკასიის კლინიკებში მკურნალობა აღმოჩნდა.
„ჩვენ შევხვდით ჰუმანიტარული დახმარებით დაკავებულები კაზაკების ერთ-ერთ წარმომადგენელს. ჩვენთან მოვიდა აფხაზეთის ომის გმირი. 1992 წელს ის ყველაზე ახალგაზრდა საველე მეთაური იყო. ისინი მზად არიან, საკურორტო სეზონის დასრულების შემდეგ უზრუნველყონ ჩვენი დაჭრილი მებრძოლების, ასევე შვილებისა და ოჯახის სხვა წევრების მკურნალობა“, – განაცხადა დონეცკის „რესპუბლიკის“ მინისტრთა საბჭოს მინისტრის მოადგილემ პაველ სკაკუნმა.
9 ივლისს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ არაღიარებული დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკას და თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის თხოვნით მიმართვა გაუგზავნა.

10660759_827960927244147_971966272_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები