ზელენსკი: უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას – მკაფიო სიგნალი ახლა გვჭირდება

ნატოში წევრობასთან დაკავშირებით, უკრაინას მკაფიო სიგნალი ახლა სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ალიანსში ყოფნას იმსახურებს.

„უკრაინა ვილნიუსის სამიტის მოლოდინშია. ნატოს სამიტი შეიძლება გახდეს ზუსტად ისეთი, რაც სჭირდება ჩვენ სახელმწიფოსაც, სრულიად ალიანსს და გლობალურ უსაფრთხოებას. ამ დღეებში საგანგებოდ ვმუშაობთ – უფრო აქტიურად, ვიდრე ოდესმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო თითქმის 100% კულუარებში მიმდინარეობს, მისი მნიშვნელობა საჯარო სამუშაოზე არანაკლები ნამდვილად არ არის. ყველას ყველაფერი ესმის. თითოეულ ლიდერს, თითოეულ სახელმწიფოს. სხვადასხვა პოზიციები ჟღერდება, მაგრამ ნათელია, რომ უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას. ახლა არა. ახლა ომია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალი და ეს სიგნალი ახლა გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები