„უკრაინას უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ნატოში მას ვეღარ მივიღებთ“ – ხავიერ სოლანა
უკრაინას უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ნატოში მას ვეღარ მივიღებთ, – ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყოფილმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ხავიერ სოლანამ ესპანურ გაზეთ El Mundo-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთსა და დასავლეთს შორის პირდაპირი კონფლიქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან ის შეიძლება ადვილად გადაიზარდოს მესამე მსოფლიო ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით.
„ძალიან მნიშვნელოვანია რეალური კონფლიქტის თავიდან აცილება, რადგან ახლა ეს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, მაგრამ როგორც კი კონფლიქტი გადავა ნატოს ქვეყნებთან და შეერთებულ შტატებთან, ის გადაიქცევა ბირთვულ კონფლიქტში და ჩვენ მესამე მსოფლიო ომის დონემდე ავალთ“, – განაცხადა ხავიერ სოლანამ.