“ნატოში შვედეთის შესვლა ევროკავშირში თურქეთის გაწევრებასთან დაკავშირებული არ არის” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ დათანხმდება შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ ევროკავშირი ანკარას კარს გაუღებს.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, – წერს Tagesspiegel-ი.

შოლცმა მოუწოდა ერდოღანს, არ დაუკავშიროს შვედეთის განაცხადს თურქეთის ევროინტეგრაციასთან.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საკითხები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული.

შოლცმა ასევე გაიმეორა, რომ შვედეთმა ნატოში გაწევრების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

“იმედი მაქვს, რომ ჩვენ მალე მივაღწევთ წარმატებას შვედეთის ნატოს წევრად მიღებაში”, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები