“ნატოში შვედეთის გაწევრების საკითხი მოგვარებულია” – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ნატოში გაწევრების საკითხი მოგვარებულია, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთსა და უნგრეთს განაცხადი ჯერ არ დაუდასტურებიათ.
ამის შესახებ SVT იტყობინება.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრების პროცესი გაჭიანურებულია, თუმცა, შვედეთი ალიანსის სრულუფლებიანი წევრი აუცილებლად გახდება, ეს დროის საკითხია.
„ეს საკითხი მოგვარებულად უნდა მივიჩნიოთ“, – თქვა მან.
ბილსტრომმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტი მნიშვნელოვანია როგორც შვედეთისთვის, ასევე მისი წევრობისთვის, ასევე, ნატოსთვის, როგორც ორგანიზაციისთვის.
როგორც მან დასძინა, არავის ეპარება ეჭვი, რომ შვედეთმა შეასრულა შარშან მადრიდში ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმის ნაკისრი ვალდებულებები, „მათ შორის, ისეთი ზომები მიიღო, რომელთა შედეგად “ქურთისტანის მუშათა პარტიის” აქტივისტები შვედეთის სასამართლოებში ისჯებიან”.