ჯანდაცვის მინისტრი: დღეისთვის, მარტის ჩათვლით კლინიკების მიმართ ყველანაირი დავალიანება გასწორებულია

“დღეისთვის, მარტის ჩათვლით ყველანაირი დავალიანება კლინიკების მიმართ გასწორებულია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის უწყება შესაბამისობაშია იმ კონტრაქტთან, რაც სერვისის მიმწოდებელსა და სამინისტროს შორის არის.

„ანაზღაურება იგვიანებს“ , ასე არ არის. რაღაც პერიოდი შეიძლება იყო დაგვიანება. ნოემბრიდან, ახალი გადახდის სისტემაზე რომ გადავედით, სიახლე იყო კლინიკებისთვის. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში დაკორექტირებები იყო, რომელსაც კლინიკები უნდა დათანხმებულიყვნენ. ჩვენ ამნისტიის მსგავსი გვქონდა თებერვლის ჩათვლით. არ ვთვლით, რომ მიზანმიმართულად არის კოდების გაზრდა, რათა ხელოვნურად მეტი თანხა გადავუხადოთ. მიგვაჩნია, რომ კლინიკები ახალ სისტემას ეჩვევიან და არ არის სანქციები გამოყენებული. თებერვლის შემდეგ კიდევ გავიდა რამდენიმე თვე და ეს ფაქტები, რომ ფიქსირდება ინდივიდუალურად გვიწევს კლინიკებთან გავლა. აუცილებელია კლინიკის მხრიდან დადასტურება, რომ დაკორექტირება მოხდეს, დაკორექტირებული თანხა დაერიცხოს. იყო შემთხვევა, როდესაც კლინიკები არ ეთანხმებოდნენ და ერკვეოდნენ სისტემაში, აქედან გამომდინარე ეს თვეები ცოტა დაგვიანდა. დღეისთვის, მარტის ჩათვლით ყველანაირი დავალიანება კლინიკების მიმართ გასწორებულია. შესაბამისობაში ვართ იმ კონტრაქტთან, რაც სერვისის მიმწოდებელსა და სამინისტროს შორის არის. ის სამთვიანი ანაზღაურების პერიოდი, რაც არის, ამ ვადას ვიცავთ, ჩემი სურვილია, რომ ორ თვემდე ჩამოვიდეთ ანაზღაურების ნაწილში. როდესაც საბრუნავისთვის თანხებია საჭირო, წინასწარ განსაზღვრული კონტრაქტით, 2-3 თვიანი დაგვიანებები ცხადია. ყოველთვე თუ რაღაც ხარჯია გასაწევი, ესეც ფულის მოძრაობაში უნდა იყოს გათვალისწინებული. წინა თვეში ჩატარებული სამედიცინო ჩარევის თანხა, მომდევნო თვეში არ ირიცხება“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები