“ჩვენი ურთიერთობა არის მყარი, როგორც კლდე” – ბაიდენი დაუნინგ სტრიტზე იმყოფება
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ლონდონში, დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში მივიდა, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრების ადმინისტრაციაა განლაგებული.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი, აშშ-ის ლიდერის რანგში, დაუნინგ სტრიტს ეწვევა, რიში სუნაკთან კი ბოლო 7 თვის განმავლობაში მეექვსე შეხვედრაა.
როგორც მან სუნაკან შეხვედრაზე თქვა, აშშ-სთან ბრიტანეთის ურთიერთობა არის “მყარი, როგორც კლდე”.
თავის მხრივ, სუნაკმა თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილება, „როგორ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, ერთობლივი ეკონომიკური უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ჩვენ ვართ ორი ყველაზე ძლიერი მოკავშირე ამ ალიანსში და ვიცი, რომ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად“.
აშშ-ის პრეზიდენტს დღეს ვილნიუსში ელოდებიან, სადაც ის ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ლიეტუვაში ჩასვლამდე თეთრი სახლის ლიდერი ლონდონს ეწვია, სადაც რიში სუნაკსა და მეფესთან შეხვედრებს გამართავს.