“ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ, უკრაინისთვის MAP-ის მოთხოვნა გააუქმონ”- კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, დისკუსიის შემდეგ, ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ალიანსში წევრობის გზაზე უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა გააუქმონ.

ამის შესახებ კულებამ Twitter-ში დაწერა.

„ინტენსიური დისკუსიების შემდეგ, ნატოს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს MAP-ის გაუქმებაზე უკრაინის ალიანსში წევრობის გზაზე“, – დაწერა კულებამ.

დიპლომატი მიესალმა ამ გადაწყვეტილებას, რომელიც, როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ნატოში გზას შეამცირებს.

„ეს ასევე საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ნათლად ვისაუბროთ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ“, – დასძინა კულებამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები