პუტინი პრიგოჟინს შეხვდა
კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი კერძო სამხედრო კამპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს აჯანყების შემდეგ შეხვდა.
ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა თითქმის სამ საათს გაგრძელდა.
მას ესწრებოდნენ ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” მეთაურები – სულ 35 ადამიანი.
პესკოვის თქმით, შეხვედრაზე პუტინმა ფრონტზე “ვაგნერის” ქმედებები შეაფასა, ასევე შესთავაზა მებრძოლების შემდგომი დასაქმების ვარიანტები.
პესკოვის თქმით, “ვაგნერის” კომანდირებმა „პუტინს მოვლენების თავიანთი ვერსია წარუდგინეს და ხაზი გაუსვეს, რომ არიან სახელმწიფოს მეთაურის მტკიცე მხარდამჭერები და ჯარისკაცები“.