“თუ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა მოწვევას არ მიიღებს, ქვეყანა იძულებული გახდება, გადახედოს სტრატეგიას” – უკრაინის ვიცეპრემიერი
უკრაინა იძულებული იქნება, „გადახედოს სტრატეგიას“, თუ ვილნიუსის სამიტზე ქვეყანა არ მიიღებს ნატოში გაწევრიანების მოწვევას, – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ Eurointegration-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მან განმარტა, რომ ვილნიუსში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები გამოიწვევს უამრავ პროცესს, მათ შორის, სტრატეგიულ დაგეგმვასთან, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის ტრანსფორმაციასთან, ასევე, მოკავშირეებთან ურთიერთობის პრიორიტეტებთან დაკავშირებით.
„უკრაინა ნატოში არ არის მხოლოდ უსაფრთხოების გარანტია, არამედ ეს არის ყველა ლიდერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონის დაქვეითება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, დახმარებოდა უკრაინას ომის დროს“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.
ამასთან, ოლგა სტეფანიშინამ გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა შეუერთდება ნატოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა იგი ვილნიუსის სამიტზე ალიანსში გაწევრიანების მიწვევას.
ვიცეპრემიერის თქმით, ჯერ კიდევ არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, დაესწრება თუ არა სამიტს პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.