ვილნიუსში 48 ქვეყნის 40 ლიდერს და დელეგაციას ელოდებიან

ვილნიუსში ნატოს სამიტზე, რომელიც 11-12ივლისს ჩატარდება, 48 ქვეყნის 40 ლიდერს და დელეგაციას ელოდებიან, სულ 2400 მონაწილეს. ქვეყანაში სტუმრების ჩასვლა უკვე დღეიდან დაიწყება.

ამის შესახებ ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი – LRT იტყობინება.

დღეს სხვა სტუმრებს შორის ელოდებიან – აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს; კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს; ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელიც მოლაპარაკებას ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან გამართავს.

ცნობილია, რომ საღამოს ნაუსედა პირადად შეხვდება ბაიდენს აეროპორტში, ხოლო იენს სტოლტენბერგი გამართავს შეხვედრას თურქეთის პრეზიდენტსა და შვედეთის პრემიერმინისტრთან.

სამიტისთვის ლიეტუვის დედაქალაქი უკრაინის დროშებით დამატებით მორთეს. ასევე, ვილნიუსის სატელევიზიო ანძისთვის სპეციალური განათება მომზადდა.

ჯამურად, ვილნიუსმა სამიტის მომზადებაზე, დაახლოებით, 10 მილიონი ევრო დახარჯა. საუბარია არა მხოლოდ უშუალო ორგანიზებაზე, არამედ ინფრასტრუქტურის განახლებაზეც. ზოგიერთ ქუჩაზე განახლდა გზის საფარი, გადაკეთდა ტროტუარები და სხვა. თავდაპირველად, შესაძლო ხარჯები 38 მილიონ ევროდ შეფასდა.

დედაქალაქის თითქმის მთელი ისტორიული ცენტრი გადაიკეტება.

11 ივლისის შუადღიდან 12 ივლისის 16:00 საათამდე ვილნიუსის აეროპორტი სამოქალაქო რეისების მიღებას და შესრულებას აჩერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები