ჩინეთში მამაკაცი საბავშვო ბაღს დაესხა თავს – სულ მცირე, 6 დაღუპულია, მათ შორის 3 ბავშვია

ჩინეთის პროვინცია გუანდუნის ქალაქ ლიანჯიანში მამაკაცი საბავშვო ბაღს დანით თავს დაესხა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია.

ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

სავარაუდოა, რომ დანარჩენი სამი დაღუპული  მასწავლებელი და ორი მშობელია.

ერთი ადამიანი დაჭრილია.

პოლიციაში განაცხადეს, რომ 25 წლის მამაკაცი, რომლის გვარია ვუ – დაკავებულია.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 7:40 საათზე მოხდა, როდესაც მშობლები ბაღში შვილებს ტოვებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები