რუსმა ოკუპანტებმა დილის საათებში ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქი ორეხოვო დაბომბეს, რასაც სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის 3 ქალია.
ამის შესახებ ტელეგრამში ზაპოროჟიეს რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური მალაშკომ დაწერა.
მისი ინფორმაციით, 11 ადამიანი დაშავდა.
მალაშკო წერს, რომ ადამიანები ჰუმანიტარული დახმარების გაცემის ცენტრში რიგში იდგნენ.