ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი პროექტი სახელწოდებით – „ამღერებული მუზეუმი” იწყება
9 ივლისს 18:00, გ. ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი პროექტი სახელწოდებით – „ამღერებული მუზეუმი” იწყება – ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ანსამბლი “დიდგორი” მუზეუმის ვიზიტორებისთვის, ხალხური სიმღერის გაკვეთილებს და ფოლკლორულ კონცერტებს გამართავს. პროექტი „ამღერებული მუზეუმი” საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
“ივლისიდან ოქტომბრამდე მუზეუმის ვიზიტორებს შესაძლებლობა ეძლევათ, ხალხური სიმღერის გაკვეთილებს დაესწრონ და პროფესიონალ მომღერლებთან ერთად იმღერონ, სხვადასხვა კუთხის სახლების ეზოებში კი ამ კუთხეების ფოლკლორს მოუსმინონ. პროექტის მიზანია, ეთნოგრაფიული მუზეუმის ფოლკლორული მუსიკის ელემენტებით გაცოცხლება და ქართული პოლიფონიური სიმღერის პოპულარიზაცია. მგალობელ მომღერალთა გუნდის, „დიდგორის” გარდა, პროექტში, ასევე, ჩაერთვებიან მოწვეული ლოტბარები და სხვა ანსამბლები. პროგრამა ივლისი 9 ივლისი – ანსამბლის ,,დიდგორი” სოლო კონცერტი (თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის პირველი მეგრული ეზო) 15 ივლისი – ანსამბლის ,,დიდგორი” და ანსამბლის ,,ლალხორი” ერთობლივი კონცერტი 16 ივლისი – ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილი (ვორქშოფი) აგვისტო 5 აგვისტო – ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილი (ვორქშოფი) 6 აგვისტო – ანსამბლის „დიდგორი” სოლო-კონცერტი (გურული სახლის ეზო) სექტემბერი 17 სექტემბერი – ანსამბლის „დიდგორი” და ანსამბლის „ფერხისა” ერთობლივი კონცერტი 24 სექტემბერი – ანსამბლი „დიდგორი” და ძმები ბიძინაშვილები, კახური სიმღერის გაკვეთილი (ვორქშოფი) 27 სექტემბერი – მეგრულ-აფხაზური ხალხური სიმღერის კონცერტი, ახალი აუდიო ალბომის პრეზენტაცია. ოქტომბერი 8 ოქტომბერი – ანსამბლის „დიდგორი” და ლიკა ლიპარტელიანის – სვანური სიმღერის გაკვეთილი 15 ოქტომბერი – ანსამბლის „დიდგორი” სოლო კონცერტი (კახური სახლის ეზო) 22 ოქტომბერი – ანსამბლების „დიდგორისა” და „მარგალიტის” ერთობლივი კონცერტი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.