ევროკავშირის წარმომადგენლობა – “Tbilisi Pride”-ის ფესტივალზე: გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა “Tbilisi Pride”-ის ფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს Tbilisi Pride-ის ფესტივალის გაუქმებასთან დაკავშირებით. გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი. ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ”,- ნათქვამია განცხადებაში.