„პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეები ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ
„პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გაიმართოს.
პოლიციის ერთმა ნაწილმა, მათ შორის, სპეცრაზმის ჯგუფმა, ლისის ტბის შიდა ტერიტორიაზე ახალი კორდონი გააკეთა.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები კორდონის გარღვევას კვლავ ცდილობენ.