„პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია განხორციელდა – „თბილისი პრაიდი“
„პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ განცხადებას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს.
მათი განცხადებით, პოლიციამ ტერიტორიის დაცვა ვერ მოახერხა.
„მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.