„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ვაჟა-ფშაველას გამზირზე შეიკრიბნენ, სადაც განაცხადეს, რომ „თბილისი პრაიდის” მონაწილეებს “პრაიდ ფესტივალის” გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

აქციის მონაწილეები ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ლისის ტბისკენ მსვლელობით მიემართებიან, სადაც „პრაიდ ფესტივალის” გამართვაა დაგეგმილი.

ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები