ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია
ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო დეტალურ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური გაავრცელებს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დადგენილია მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა და ახლა მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მის დასაკავებლად.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის ლაშა მახარაძე წუხელ მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ორჯერ მოხდა, რის შედეგადაც, გარდაცვლილის გარდა, კიდევ ერთი პირი დაიჭრა. გარდაცვლილი შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.