UNEP საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ქ. ბუდაპეშტში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ახლად დანიშნულ რეგიონულ დირექტორს არნოლდ კრეილჰუბერს შეხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

“გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და UNEP-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. UNEP-ის რეგიონულმა დირექტორმა ქართულ მხარეს, რეკომენდაციების შესრულების კუთხით, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ნინო თანდილაშვილმა საქართველოში გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები