ყველა, ვინც ბავშვს და შვილის თემას ეხება არის არასწორი! – ქეთევან კოვზიაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში, ყველა ვინც ბავშვს და შვილის თემას ეხება არის არასწორი!

ყველას შვილს ოღონდ!

აქ შვილების თემა პირველი არ არის და ვინც დღეს აქტიურად პოსტავს შვილების და ბავშვების უფლებებზე წინა კვირას სხვისი შვილის სახელს ტალახში სვრიდა.

სხვის შვილებზე საუბარი, შვილის სახელის ფოტოს თუ ვიდეოს გამოყენება შევთანხმდეთ რომ არასწორია, არაადამიანობა და ფსკერია.

ოღონდ ყველას შვილის!

Eliso Jariashvili

ახლა რაც შეეხება პირადად ჩემს მინიშვნას უკვე მერამდენე პოსტზე- ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა არავის აქვს და ეს ყველამ კარგად იცის.

როდესაც ვნახე პოსტი, შევწუხდი გულწრფელად, ვნახე, მოვიკითხე რა და რით შემეძლო დახმარება, ამასობაში მყისიერად გამოვიდა კონტაქტზე ევგენიას მამა Giorgi Kepuladze, რომელთანაც მქონდა კომუნიკაცია, ვესაუბრე. შევთავაზე დაკავშირება შესაბამის დანაყოფებთან. ასევე ვთხოვე რომ დედა ალბათ აღელვებულია და ჩემი მხარდაჭერა გადაეცითქო.

დამიბრუნდა და ამიხსნა რომ გადიხართ სახალხო დამცველთან კონსულტაციას და მოგვიანებით რას გადაწყვეტდით შემეხმიანებოდა.

მას შემდეგ უკვე პოლიციისგან ვიგებ რომ გააკეთეთ შეტყობინება. პოლიციაში მისვლაზეც უარი განაცხადეთ და პოლიციის სახლში მისვლაზეც.

მონიშვნების მიზანი თუ ისაა რომ წერონ არავინ გამოგეხმაურა უწყებიდან სხვა საკითხია, მაგრამ მე რომ მნიშნავ მინდოდა უბრალოდ ამეხსნა რა და როგორ იყო“,- წერს ქეთევან კოვზიაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები