ლევან იზორია: საფუძველი არ არსებობს, ვიფიქროთ, რომ კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, ქვეყანაში კრიმინალის მატებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები შს სამინისტროს დისკრედიტაციას ემსახურება. ამის შესახებ ლევან იზორიამ ჟურნალისტებს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, გასული წლების სტატისტიკა ადასტურებს იმას, რომ საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა. შს მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს სტატისტიკური მონაცემები წარუდგინა.
“ეს განცხადებები არის წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც ყოველგვარ რეალურ საფუძველს არის მოკლებული და ჩვენი სამინისტროს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ამის დასამტკიცებლად მსურს სტატისტიკა მოვიხმო.იმ განცხადებების შემდეგ, რომ ამნისტიის შემდეგ დანაშაულმა თითქოს იმატა, ციფრებით ვამბობ, რომ ეს ასე არაა, იმიტომ, რომ ეს რეალობა იყო 2011 წელს, 2012 წელსაც“,- განაცხადა ლევან იზორიამ.