ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსს არ აქვს ერთიანი პოზიცია უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ნატოს არ აქვს პოზიცია მათთან დაკავშირებით, რადგან ზოგიერთმა მოკავშირემ ხელი მოაწერა შეთანხმებას მათი აკრძალვის შესახებ, ზოგიერთმა კი – არა. ამას მთავრობები და არა ნატო გადაწყვეტენ”, – ციტირებს სტოლტენბერგს The Guardian.
თუმცა, ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარე უკვე იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას, მაგრამ რუსები მას უცხო ტერიტორიის დასაკავებლად, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები – თავდაცვის მიზნით იყენებენ.
„ჩვენ სასტიკი ომის წინაშე ვდგავართ და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სისასტიკე გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ მსხვერპლს და რომ ორივე მხარე იყენებს კასეტურ ბომბებს. რუსეთი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას სხვა ქვეყანაში შესაჭრელად იყენებს. უკრაინა იყენებს მათ თავისთვის”,- თქვა ალიანსის ლიდერმა.