სტოლტენბერგმა იმ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით იქნება მიღებული
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ვილნიუსში ალიანსის სამიტზე ლიდერები მიიღებენ პაკეტს, რომელიც უკრაინისთვის სამ ძირითად ელემენტს შეიცავს.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატოს სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“სამიტზე უკრაინას კიდევ უფრო გავაძლიერებთ და ჩამოვაყალიბებთ ხედვას მისი მომავლის შესახებ. მე ველოდები, რომ მოკავშირეები მიიღებენ სამ ელემენტისგან შემდგარ პაკეტს, უკრაინის ნატოსთან დაახლოების მიზნით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ლიდერები შეათანხმებენ მრავალწლიან მხარდაჭერის პროგრამას უკრაინისთვის, რომ მოხდეს უკრაინელ სამხედროებსა და ნატოს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად.
სტოლტენბერგის თქმით, მეორე – სამიტი განაახლებს პოლიტიკურ ურთიერთობებს უკრაინასა და ნატოს შორის და დაიწყებს უკრაინა-ნატოს საბჭოს.
„და მესამე, მე ველოდები, რომ ლიდერები დაადასტურონ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და იქნებიან ერთიანი, თუ როგორ მიუახლოვდეს უკრაინა თავის მიზანს“, – დასძინა სტოლტენბერგმა.
ალიანსის ლიდერმა თქვა, რომ ნატო დაეხმარება უკრაინას საბჭოთადროინდელი ნატოსეულ აღჭურვილობასა და სტანდარტებზე გადასვლაში.