გამოკითხვა: ამერიკელთა თითქმის ნახევარს ბაიდენსა და ტრამპზე ბევრად ახალგაზრდა პრეზიდენტი სურს
კვლევითმა კომპანია Pew Research Center-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომელის მიხედვით ამერიკელთა თითქმის ნახევარს 60 წლამდე ასაკის პრეზიდენტის უნდა.
ამის შესახებ The Hill-ი წერს.
აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 49%-ს პრეზიდენტის საუკეთესო ასაკად 50 წელი მიაჩნია.
ამასთან, 24%-ს უნდა, რომ პრეზიდენტი 60 წლის იყოს, 17%-ს ქვეყნის 40 წლის ლიდერი სურს.
გამოკითხულთა მხოლოდ 3%-მა განაცხადა, რომ პრეზიდენტის საუკეთესო ასაკია 70 წელი და ზემოთ.
ცნობისთვის, თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ჯო ბაიდენი 80 წლის არის, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი – 77-ის.