გურამ მაჭარაშვილი: კიევსა და ბრიუსელს შორის მურმანის ეკალივით აღმოჩნდა მურმან დუმბაძე და თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხი ბათუმში წყდება

აქამდე ვიცოდით, რომ ბრიუსელში წყდებოდა ზოგადად კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„სამადაშვილმა თქვა, კიევში წყდება ზელენსკის მიერო, ახლა ამ კიევსა და ბრიუსელს შორის მურმანის ეკალივით აღმოჩნდა მურმან დუმბაძე და თქვა, რომ არა, ბათუმში წყდება სტატუსის მინიჭების საკითხი და მე ვიტყვი, რომ არ უნდა მიენიჭოს საქართველოს სტატუსიო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მურმან დუმბაძემ ტელეკომპანია „კავკასიის” ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები