“კანდიდატის სტატუსის მიღებაზე მურმან დუმბაძის განცხადება პირველი არ არის, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ძალიან ბევრია ამ სახის წამოცდენები” – ირაკლი ქადაგიშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციონერის, მურმან დუმბაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„მურმან დუმბაძე ამ განცხადებით პირველი მერცხალი არ არის. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ძალიან ბევრია ამ სახის წამოცდენები და განცხადებები მოგვისმენია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ნერვები უმტყუნებთ-ხოლმე და ის, რაც რეალური განწყობა გააჩნიათ, იმას ახმოვანებენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები