ალექსი ბატიაშვილი: 2022 წელს ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობებს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან

2022 წელს ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობებს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან – ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა.
გასული წლის საქმიანობის შეჯამებისას, მან სამი კომიტეტის სხდომაზე იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რაც ქვეყანას ჰქონდა.

“ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. ამასთან, დაფიქსირდა უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები. მიმდინარეობდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიები. განსაკუთრებით მწვავე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და, ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები, რაც, რეალურად, ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს დაზიანებას ისახავდა მიზნად. საანგარიშო პერიოდში სამსახური მუდმივ რეჟიმში ახდენდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და ტარდებოდა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებები,” – განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები