“თიბისი”-მ და “საქართველოს ბანკმა” “ალტ-ინფოს” ანგარიშები დაუბლოკა
საქართველოში ორმა უმსხვილესმა ბანკმა, “თიბისი”-მ და “საქართველოს ბანკმა” ძალადობრივ ორგანიზაცია “ალტ-ინფოს” ანგარიშები დაუბლოკა. ბანკების მიერ ალტ-ინფოს ანგარიშის დაბლოკვის შესახებ ერთ-ერთმა წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
თბილისში პრაიდის კვირეული დაიწყო. დასკვნითი ღონისძიება პრაიდფესტივალია, რომელიც 8 ივლისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მოძალადე და პრორუსული ჯგუფები ღონისძიების ჩაშლით იმუქრებიან. ამ მიზნით, რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად, ძალადობრივმა ჯგუფებმა საბანკო ანგარიშის ნომრები გაავრცელეს.