რუსეთის უმსხვილეს ქარხანაში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა
სამარის რეგიონში, “პრომსინტეზის” ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა.
როგორც რუსულ მედიას განუცხადეს, “ქარხნის სახელოსნოში სარემონტო სამუშაოების დროს აღჭურვილობის დემონტაჟის შედეგად აფეთქება მოხდა”.
მომხდარის შედეგად, ორი ადამიანია დაშავებული.
“პრომსინტეზი” არის რუსეთსა და დსთ-ში სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერებების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი.
ტელეგრამის-არხის – Baza-ს ცნობით, ქარხანაში მილი აფეთქდა, რომელიც აზოტს ამარაგებდა.
ქარხანა სამარას რეგიონის ქალაქ ჩაპაევსკში მდებარეობს.