საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა იმსჯელა თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრებასა და მოსმენასთან დაკავშირებით

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკომიტეტო სხდომებზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგებზე იმსჯელა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„თორმეტი რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში მივიღეთ რეგლამენტში ცვლილებები, რაც საშუალებას გვაძლევს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეპუტატის შეკითხვა, თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე დაბარება და ა.შ. განვახორციელოთ მონიტორინგი შესაბამისი რეაგირებისათვის“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

სწორედ მას შემდეგ რაც მონიტორინგი განხორციელდება, კომიტეტის სხდომაზე მოიწვევენ მთავრობის საპარლამენტო მდივანს, რათა ერთობლივად განიხილონ თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებასა და მოსმენასთან დაკავშირებული ტენდენციები და გაუზიარონ მთავრობისათვის შესაბამისი რეკომენდაციები.

კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები