აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდება დაამტკიცა.
როგორც Washington Post-ი წერს, პენტაგონის მარაგებიდან მათი ამოღების შესახებ დღეს, 7 ივლისს გახდება ცნობილი.
როგორც ადრე აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ რუსეთში, უკრაინასა და ევრაზიაში, ლორა კუპერმა თქვა, „ბრძოლის ველზე ეფექტურობის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, რომ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება მომგებიანი იქნება“.
კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ზემოქმედების დიდი არეალის გამო მათ შეუძლიათ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება და დასახიჩრება, ხოლო ჭურვები, რომლებიც რეგულარულად არ ფეთქდებიან, სახიფათო რჩება კონფლიქტის დასრულებიდან მრავალი წლის განმავლობაში.
2008 წლის ხელშეკრულებას, რომელიც კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის წარმოებას, გამოყენებას და ფლობას 123 ქვეყანა აწერს ხელს, მათ შორის, ნატოს წევრების უმეტესობა. შეთანხმებაზე უარი თქვეს აშშ-მა, რუსეთმა და უკრაინამ.