“ვილნიუსის სამიტზე უკრაინას ნატოში მოწვევის მიღება გაუჭირდება” – ესტონეთის თავდაცვის მინისტრი
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური მიიჩნევს, რომ უკრაინას ვილნიუსში ალიანსის სამიტზე წევრობის მიღება გაუჭირდება.
ამის შესახებ მან Vikerraadio-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
“უკრაინის წევრობაზე მოწვევა შეიძლება, რთული იყოს. ომი ჯერ არ დასრულებულა. ესტონეთი შუამდგომლობს, რომ უკრაინამ მიიღოს მკაფიო საგზაო რუკა. ეს არის ის, რასაც ნატოს ელჩები აყალიბებენ და ამზადებენ ყოველდღიურად. ვიმედოვნებთ, რომ ის მზად იქნება ვილნიუსამდე. თუ არა, სავსებით შესაძლებელია, რომ სახელმწიფოს მეთაურებმა მისი დახვეწა ადგილზევე დაიწყონ“, – განაცხადა ესტონელმა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ ესტონეთი გაემგზავრება ვილნიუსში იმ წინადადებით, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ეროვნული თავდაცვის ხარჯები ორ პროცენტზე მეტი იყოს.
“ეს დონე უნდა იყოს ქვედა ზღვარი და არა მიზანი”, – ხაზგასმით აღნიშნა პევკურმა.