რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თანამშრომლებს, ФСБ-ს რეკომენდაციით, iPhone-ით სარგებლობა აუკრძალეს
რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თანამშრომლები, ისევე – როგორც სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები, სამსახურში iPhone-ის გამოყენებას ვეღარ შეძლებენ.
ამის შესახებ “ვედომოსტი” 4 ივლისს, თანამშრომლებისთვის გაგზავნილ ბრძანებაზე დაყრდნობით წერს, რომელსაც ხელს მინისტრის პირველი მოადგილე, ვასილი ოსმაკოვი აწერს.
აკრძალვა ძალაში 17 ივლისიდან შედის.
შეზღუდვების საჭიროება FSB-ის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით აიხსნა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები Apple-ის მოწყობილობებს თვალთვალისთვის იყენებენ.
Forbes.Ru-ს IT სფეროში მომუშავე ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელმა დაუდასტურა სამინისტროში შიდა შეზღუდვა. მისი თქმით, ანალოგიური აკრძალვები, უახლოეს მომავალში, სხვა უწყებებსა და რეგიონებშიც დაწესდება.
რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს შორისაა საავტომობილო და ავტომობილების კვლევის ინსტიტუტი; რადიოელექტრონიკის სრულიად რუსული კვლევითი ინსტიტუტი; “ჟუკოვსკის სახელობის ინსტიტუტი” და სხვა.