მსჯავრდებულებისთვის ტრენინგი ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი” ჩატარდა

შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულებისთვის ტრენინგი, სახელწოდებით – ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი” ჩატარდა. როგორც პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესისა და უსაფრთხო ქცევის დანერგვის ხელშეწყობას და, ამ მიზნით, პირობით მსჯავრდებულებისთვის შესაბამისი ცოდნის მიწოდებას ემსახურება. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულები ხშირად მონაწილეობენ საინფორმაციო–შემეცნებით ტრენინგებში, რაც მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები