მედია: აშშ დღეს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომელიც კასეტურ ბომბებსაც მოიცავს
თეთრი სახლი დღეს უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელიც, სავარაუდოდ, კასეტურ საბრძოლო მასალასაც მოიცავს.
ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ამავდროულად, თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ენდრიუ ბეიტსმა სამხრეთ კაროლინასკენ მიმავალ Air Force One ბორტზე, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ კასეტური ბომბების გადაცემის საკითხი “აქტიურად განიხილება”.
ბეიტსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ორიენტირებულია იმაზე, რომ უკრაინას მიაწოდოს „საბრძოლო მასალის ფართო სპექტრი“, რომელსაც ქვეყნის შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ ინფორმაცია პენტაგონს ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა, აქაც თქვეს, რომ საკითხი განიხილება.
Reuters ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს გამოცხადდება დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს კასეტური საბრძოლო მასალას 155 მმ-იანი იარაღისთვის.