თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხი აქტიური განხილვის პროცესშია
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხი აქტიური განხილვის პროცესშია.
Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა ჟურნალისტებს განუცხადა.
გამოცემის ცნობით, ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა რუსეთსა და უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ამასთან, ორგანიზაციამ აშშ-ს მოუწოდა, რომ უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალები არ მიაწოდოს.